შინაარსზე გადასვლა

ბუზეირის გამოქვაბული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბუზეირის გამოქვაბული
აზერ. Buzeyir mağarası
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
სიგრძე 17 მ
აღმოჩენის წელი 1985

ბუზეირის გამოქვაბული (აზერ. Buzeyir mağarası) — გამოქვაბული აზერბაიჯანში, ლერიკის რაიონში. წარმოადგენს პალეოლითის ხანის პირველ სადგომს თალიშის მთებში.[1]

გამოქვაბული განლაგებულია მდინარე ზუვანდჩაის მარცხენა ნაპირზე, დელიქლი-დაშის მთის მწვერვალზე, 3 კილომეტრის მოშორებით ბუზეირის დასახლებისგან, ზღვის დონიდან 1640 მეტრის სიმაღლეზე. გამოქვაბულის სიგრძე შეადგენს 17 მ, სიგანე კი — 10-13 მ.[1]

გამოქვაბული აღმოაჩინა 1985 წლის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ა. გ. ჯაფაროვის ხელმძვანელობით, ლენქორანის, ლერიკისა და მასალის რაიონებში. გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა ქვის ნაკეთობები, რომელიც თავიანთი ტიპით მიეკუთვნებიან პალეოლითის ხანას.

  1. 1.0 1.1 Джафаров А. К. Разведочные работы в Талышских горах // Археологические работы 1985 года. — М.: Наука, 1987. — С. 549.